saqarTvelos mwvervalebi - sauTisi
სუათისი - მწვერვალი ხევის კავკასიონის ჩრდილოეთით გვერდით - ხოხის ქედზე, მდინარე სუათისის (თერგის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4466 მ. აგებულია იურული ფიქლებითა და დიორიტ-დიაბაზური წარმონაქმნებით. სუათისის ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახმცენარეულობით, ზედა კალთებზე სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტებია.